Loading...
რა კიბერ საფრთხეებია მასობრივი ღონისძიებების დროს 

რა კიბერ საფრთხეებია მასობრივი ღონისძიებების დროს 

What types of cyber fraud do we encounter during mass events?

ახლოვდება Black Friday, რასთანაც დაკავშირებულია გარკვეული საფრთხეები.


ლოჯისტიკა

კრიმინალებმა იციან, რომ ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, ადამიანები ერთამენთს უამრავ სასაჩუქრე ამანათებს უგზავნიან გადამზიდი კომპანიების მეშვეობით. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ვითომ ლეგიტიმური საკურიერო კომპანიისგან, რომელიც გაცნობებთ დაგვიანებული თუ ახალი ამანათის მიღების შესახებ, ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ მსგავსი ტიპის შეტყობინებებს და ლინკებზე დაჭერამდე თუ ფაილის გახსნამდე გადაამოწმეთ შეტყობინების ლეგიტიმურობა


შეთავაზებები და სასაჩუქრე ბარათები

ძნელია გვერდი აუარო საჩუქრად მიღებულ კარგ  ფასდაკლებას სასურველ ნივთზე ! სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც კიბერ კრიმინალებს შეუძლიათ შექმნან რეალურ ბრენდთან ასოცირებული ყალბი ვებ გვერდები და იმიტირებული შეთავაზების ფარგლებში მოიპარონ თქვენი საბარათე თუ პერსონალური მონაცემები. ყოველთვის გადაამოწმეთ ვებ გვერდების ლეგიტიმურობა და მსგავსი ტიპის შემოთავაზებები ოფიციალურ წარმომადგენლებთან


ელექტრონული ფოსტის გზავნილები

ფიშინგის ელ. ფოსტა დღეს ისეთი რეალისტური და დამაჯერებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ! ხშირად გეგზავნებათ შავი პარასკევის სპეციალური შეთავაზებები. ელ. ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მავნე ბმულებს ან დანართებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი სენსიტიური ინფორმაციის მოპარვა. იყავით ფრთხილად ნებისმიერი მოულოდნელი ელფოსტის მიმართ, გადაამოწმეთ გამგზავნი და არასოდეს გააზიაროთ სენსიტიური ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით.


ვებ რეკლამები

ამომხტარი რეკლამები (Pop Ups), რომლებიც დიდ ფასდაკლებებს გვპირდებიან, შეიძლება შეიცავდნენ ლინკებს მავნე ვებ გვერდებზე ან დაინფიცირებულ ფაილებს. მოერიდეთ ამომხტარ ფანჯრებზე დაწკაპუნებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან ან მომდინარეობენ უცნობი წყაროებიდან.


ყალბი აპლიკაციები

ბოლო წლებში, თაღლითები ხშირად ქმნიან აპლიკაციებს, რომლებიც ბაძავენ ლეგიტიმურ საცალო მოვაჭრეებს. ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან, როგორიცაა App Store ან Google Play, და წაიკითხეთ მიმოხილვები, რათა დარწმუნდეთ მათ უსაფრთხოებაში.


სოცმედია შეთავაზებები

თაღლითები ხშირად აქვეყნებენ ყალბ შეთავაზებებს სოციალურ მედიაში მსხვერპლის მოსაზიდად. გადაამოწმეთ ნებისმიერი შეთავაზება ვენდორის ოფიციალურ ვებ გვერდზე. კომპანიის ლეგიტიმურ ანგარიშებს სოცმედიაში ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი უნდა გააჩნდეს, თუმცა თაღლითებს ასევე შეუძლიათ აღნიშნულის იმიტირება, ამიტომ ორჯერ გადაამოწმეთ ბმული, სანამ დააწკაპუნებთ.


რჩევები

  • არასოდეს დააჭიროთ გაურკვეველი წარმომავლობის ლინკებსა თუ თანდართულ ფაილებს;
  • არასოდეს ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ გადაუმოწმებელი თუ საეჭვო აპლიკაციები;
  • გადაამოწმეთ ვებ გვერდის ლეგიტიმურობა მონაცემების გაზიარებამდე;
  • გადაამოწმეთ და დაადგინეთ მიღებული საჩუქრისა თუ შემოთავაზების ვალიდურობა;
  • მკაცრი აუცილებლობის გარდა, ნუ გააზიარებთ თქვნს საბარათე თუ პერსონალურ მონაცემებს.

Black Friday is Approaching: Be Aware of Potential Risks

Logistics

Cybercriminals are aware that as the New Year approaches, people send numerous gift packages via delivery services. You might receive a message from what appears to be a legitimate courier company informing you about a delayed or newly arrived package. Always be cautious with such messages—verify their authenticity before clicking on any links or opening attachments.

Offers and Gift Cards

It's hard to resist a good discount on a desired item! Unfortunately, cybercriminals can create fake websites that mimic real brands and use fraudulent offers to steal your credit card or personal information. Always verify the legitimacy of websites and confirm such offers with official representatives.

Phishing Emails

Phishing emails have become more realistic and convincing than ever. These emails may include Black Friday “special offers” with malicious links or attachments designed to steal sensitive information. Be cautious of unexpected emails, verify the sender, and never share sensitive information via email.

Online Ads

Pop-up ads promising significant discounts might lead to malicious websites or contain infected files. Avoid clicking on pop-up windows, especially if they seem too good to be true or come from unknown sources.

Fake Apps

In recent years, scammers have increasingly developed apps that mimic legitimate retailers. Download apps only from trusted sources like the App Store or Google Play, and read reviews to ensure their safety.

Social Media Offers

Scammers often post fake offers on social media to lure victims. Always verify any offer on the vendor's official website. Legitimate company accounts on social media usually have a blue verification badge. However, scammers may imitate these too, so double-check links before clicking.

Tips to Stay Safe:

  • Avoid clicking on links or opening attachments from unknown sources.
  • Never download or install unverified or suspicious apps.
  • Verify the legitimacy of websites before sharing personal information.
  • Confirm the validity of received gifts or offers.
  • Refrain from sharing your credit card or personal details unless absolutely necessary.

Stay vigilant and enjoy a safe shopping season!

arrow_upward