ჩვენს შესახებ
UFC – გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია - საქართველოში პირველი ბანკთაშორისი საპროცესინგო ცენტრი დაარსდა 1996 წლის იანვარს. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თიბისი ბანკი, აბსოლუტბანკი, ინტელექტბანკი, თბილკრედიტბანკი და თბილკომბანკი.
 
დღეისათვის საპროცესინგო ცენტრი ემსახურება ცხრა ბანკს, ხუთ ფინანსურ ორგანიზაციას და ერთ ლოიალობის კომპანიას. იგი უზრუნველყოფს სრულ საბარათე მომსახურებას VISA International და MasterCard Worldwide-ის საერთაშორისო რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry)-ის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით.
 
კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საბარათე ბიზნესის განვითარებას სტაბილური საპროცესინგო სისტემითა და ინოვაციური პროდუქტებით.